თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის არ დასწრება, თუკი სხდომაში მონაწილეობას ეკა ბესელიაც მიიღებს.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, ის ადვოკატთან ერთად ერთხელ უკვე შეხვდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და მიაწოდა ინფორმაცია.
„თუ ოფიციალურად უნდათ დამიბარონ არც ეგ არ არის პრობლემა. ნებისმიერ დროს მივალ ოღონდ ეკა ბესელია თუ იქნება, ბესელიას მე არ დავუჯდები სალაპარაკოდ ეგ გამორიცხულია, დანარჩენ კომისიის ნებისმიერ წევრს თუ უნდათ ცალ-ცალკე დავუჯდები, თუ უნდათ ერთიანად. აბსოლუტურად ყველა დეტალზე ვისაუბრებთ 1-ლი დეკემბრიდან დაწყებული”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.