„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ინგლისისა და რუსეთის პასპორტები აქვს, – ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე ვარ ლონდონის, ინგლისის მოქალაქე და რუსეთის მოქალაქე, ჩვენ ყველა ვართ, მე დავიბადე საბჭოთა კავშირში. საბჭოთა პასპორტი მქონდა რომ დავიბადე, ასე დამბადეს მამამ და დედამ. როცა გავხდი 17 წლის, ავიღე საბჭოთა პასპორტი. ზოგიერთი ვერ დააბრუნებს ამას“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
მისი თქმით, თუ ძალით არ წაართვეს, რაც აქვს, არაფერს აბრუნებს.
„რაც გამაჩნია, თუ ძალით არ გამომგლიჯეს, მე არაფერს არ ვაბრუნებ. მე ვმოღვაწეობდი, მქონდა ბიზნესი დაახლოებით 1991-92 წლიდან. ბიძაჩემს ხუთი შვილი ჰყავს, ის იყო მეცნიერი, დეკანი, მფრინავი. რუსეთის პასპორტი ძალიან კარგია, რომ გვაქვს“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.