საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ირმა ჭკადუას ბრალდებებს პასუხობს.
როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, მას ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ხმის უფლება აქვს და პრიორიტეტულ მდგომარეობაში არც ერთი კანდიდატი არ ჩაუყენებია.
„ირმა ჩემი მეგობარია, კოლეგიალურობას არ დავარღვევ, არ ვუპასუხებ და მის სინდისზე იყოს. მან სამი დღით ადრე დაიწყო კამპანია და რა იცის, ვინ ვის ამყოფებს სასათბურე პირობებში. ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება, ასოციაციის ოფისი გამოეყენებინა შეხვედრებისთვის, დავით ასათიანი იყო ერთადერთი, ვინც ამით არ სარგებლობდა და ამომრჩეველს ხვდებოდა სასტუმროებში. რა სასათბურე პირობებზეა ლაპარაკი. მიეღო გადაწყვეტილება უფრო ადრე. ადვოკატები მირეკავენ და გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ზოგი კანდიდატი რეგიონში არ ჩავიდა. დავით ასათიანს პოლიტიკური ამბიციები არასოდეს ჰქონია“, -განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირმა ჭკადუა ადვოკატებს მოუწოდებს, ასოციაციის თავმჯდომარე ზეწოლის გარეშე აირჩიონ. ჭკადუა აცხადებს, რომ დავით ასათიანის სახით ზაზა ხატიაშვილი საკუთარ მემკვიდრეს ტოვებს და ასოციაციაში კლანური მმართველობა იარსებებს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს არის ჩანიშნული და ირმა ჭკადუას გადრა, უკვე დასახელებული კანდიდატები არიან: დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია.
ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილია.