ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინსტრაციის უფროსი - მეხანძრეებს ატომურ ელექტროსადგურში შესვლის უფლება მიეცათ
მედიის ცნობით, მეხანძრეებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შესვლის უფლება მიეცათ.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინსტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა.
„მეხანძრეებს შესვლის უფლება მიეცათ“, – წერს სტარუხი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, „რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება“.