დმიტრო კულება - რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება
დმიტრო კულება - რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება

რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპოროჟიეს, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!“,- წერს კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა.