ზამთრის თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. „ა“ ჯგუფის შემდეგ, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დღეს „ბ“ ჯგუფში პლეი ოფის მონაწილეები გაირკვა.
„ბ“ ჯგუფი
14:30 დინამო თბ – ნორჩი დინამო 2:6
15:15 კოლხეთი – ვიტ ჯორჯია 0:5
16:00 დინამო თბ – ვიტ ჯორჯია 4:6
16:45 კოლხეთი – ნორჩი დინამო 2:7
17:30 ვიტ ჯორჯია – ნორჩი დინამო 1:4
18:15 დინამო თბ – კოლხეთი 10:5
ერთი შეხედვით, მოულოდნელი იყო „დინამო თბილისის” გამოვარდნა. პირველ ადგილზე კი ასპროცენტიანი შედეგით, 9 ქულით „ნორჩი დინამო“ გავიდა. მასთან ერთად, მეოთხედფინალში თამაშის უფლება ეროვნული ლიგა 2-ის „ვიტ ჯორჯიამ“ მოიპოვა.
პლეი ოფის მატჩებში „რუსთავი“ „ვიტ ჯორჯიასთან“ 2:6 დამარცხდა. „ნორჩი დინამო“ თავიდან „თელავთან” 0:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, გაიმარჯვა 3:2 და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალისტები ხვალ, 14 იანვარს გაირკვევა – 10:00 საათზე „შევარდენი“ „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 10:45 სთ-ზე „ლოკომოტივი“ – „ვიტ ჯორჯიას“.