ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ შილდასთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული 30 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.