ყაზახეთში, მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მაღაროში მომუშავე 252 ადამიანიდან 23 დაკარგულად ითვლება.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მოითხოვა „საინვესტიციო თანამშრომლობის“ შეჩერება მაღაროს მფლობელ კომპანია ArcelorMittal-თან.