ყაზახეთში, მაღაროში ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

12:37, 28.10.2023

ყაზახეთში, მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მაღაროში მომუშავე 252 ადამიანიდან 23 დაკარგულად ითვლება.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მოითხოვა „საინვესტიციო თანამშრომლობის“ შეჩერება მაღაროს მფლობელ კომპანია ArcelorMittal-თან.

მსგავსი