ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს დაშავებული მეხანძრე-მაშველი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს დაშავებული მეხანძრე მაშველი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, 51 წლის მეხანძრე- მაშველს თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული და კომატოზური მდგომარეობა აღენიშნებოდა. ექიმებმა გზაში მისი გადარჩენა ვერ შეძლებს.
51 წლის გელა მელიქიძე მეხანძრედ 20 წელზე მეტია მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.