თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაცით, სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

​როგორც საქართველოს პირველ არხს თელავის მერის წარმომადგენელმა ყარაჯალაში შალვა მურადოვმა განუცხადა, სახლი მთლიანად დაიწვა და ოჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხა.

ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი, ასევე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ.

ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.