წყალტუბოში, 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
წყალტუბოში, 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა განაცხადა, რომ თორნიკე ბაღაშვილის არასრულწლოვნების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

მოსამართლე ციცინო მოსიძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 23 იანვარს 12 საათზე ჩაინიშნა.

17 წლის ახალგაზრდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 2 დეკემბერს მოკლეს. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
109 ე მუხლის 2ნაწლის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.