წყალტუბოს სტადიონზე საფარი შეცვალეს #1TVSPORT
წყალტუბოს სტადიონზე საფარი შეცვალეს #1TVSPORT

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ბალახის საფარი შეცვალეს და უახლოეს პერიოდში თამაშების გასამართად მზად იქნება, – განახლებული მოედნის სურათს წყალტუბოს „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

2023 წელს საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მართალია, წყალტუბოში ტურნირის თამაშები არ გაიმართება, მაგრამ ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ევრო 2023-ის მონაწილე გუნდები დაბინავდებიან და ივარჯიშებენ. „სამგურალი“ კი განახლებულ არენას უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

სტადიონის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო და პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად გადაწყდა. პირველად მოეწყო 500 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, პრესის, ოპერატორებისა და VIP ლოჟები, შემოიღობა სტადიონის ტერიტორია.

ბუნებრივი საფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიგო. ამავე დროს დამონტაჟდება ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. გასულ წელს ტრიბუნები დაემატა და, საბოლოო ჯამში, სტადიონი 3500 გულშემატკივარს დაიტევს.