„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

18:49, 25.10.2023

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში გრძელდება. დღეს გამართულ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

სამტრედიის ორგანიზაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უხელმძღვანელებს;

ხონის ორგანიზაციას – ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე;

წყალტუბოს ორგანიზაციას – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

იმერეთის მხარეში პარტიული კონფერენციები გრძელდება. ხვალ, 26 ოქტომბერს კონფერენციები ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში გაიმართება.

მსგავსი