წყალტუბოს რაიონში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს

17 წლის ახალგაზრდა მოკლეს წუხელ წყალტუბოს რაიონში. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც არასრულწლოვანს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცავალა. შემთხვევა სოფელ ოფშკვითში მოხდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე აიყვანეს. 1999 წელს დაბადებული პირი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.