სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. თეთრი ჯგუფის პირველი ტურის პირველ მატჩში, უკრაინელმა – ელინა სვიტოლინამ, ჩეხი – პეტრა კვიტოვა, იოლად – 6:3, 6:3 დაამარცხა.
სვიტოლინა ძალიან საიმედოდ თამაშობდა და მატჩში მხოლოდ 11 უნებლიე შეცდომა დაუშვა, იმ დროს, როცა კვიტოვა 29-ჯერ შეცდა, მათ შორის, შვიდი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
გარდა ამისა, უკრაინელმა ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და თავად ცხრიდან ოთხი – გამოიყენა. შეხვედრა ზუსტად საათი და 30 წუთი გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კვიტოვას სვიტოლინასთვის, ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული. სეტების შეფარდება – 14:1 იყო.
შეგახსენებთ, რომ სვიტოლინა წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში ბოლო მომენტში მოხვდა.
დღის მეორე მატჩში დანიელი – კაროლინ ვოზნიაცკი, ჩეხ – კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.