იგა შვიოტეკი წლის ჩოგბურთელი გახდა #1TVSPORT
იგა შვიოტეკი წლის ჩოგბურთელი გახდა #1TVSPORT

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA), 2022 წლის შედეგების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა.

წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, როლან გაროსისა და აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული იგა შვიოტეკი (პოლონეთი).

ნომინაციაში „წლის გუნდი“ გაიმარჯვეს ჩეხმა ჩოგბურთელებმა – ბარბორა კრეიჩიკოვამ და კატერინა სინიაკოვამ. მათ წყვილებში მოიგეს ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა.

„წლის ახალბედა“ გახდა ჩინელი კინვენ ჟენგი. „წლის პროგრესის“ ნომინაციაში გაიმარჯვა ბრაზილიელმა ბეატრის ჰადად მაიამ, რომელმაც ორი ტიტული აიღო და რამდენიმე ათეული პოზიცია მოიგო რეიტინგში.

„წლის დაბრუნება“ გახდა უიმბლდონის ნახევარფინალისტი, გერმანელი ტატიანა მარია, რომელიც კორტზე მეორე შვილის დაბადების შემდეგ დაბრუნდა. წლის მწვრთნელად აღიარეს დევიდ უიტი, ვინც მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ამერიკელ ჯესიკა პეგულასთან მუშაობს.