ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
გაიმართა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა.
სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში განაწილდა.
„ტრეისი ოსტინის“ ჯგუფში მოხვდნენ: იგა შვიონტეკი (პოლონეთი), კორი გაუფი (აშშ), კაროლინ გარსია (საფრანგეთი), დარია კასატკინა (რუსეთი).
„ნენსი რიჩის“ ჯგუფი: ონს ჟაბორი (ტუნისი), ჯესიკა პეგულა (აშშ), მარია საკარი (საბერძნეთი), არინა საბალენკა (ბელარუსი).
WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ტექსასში გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ესპანელი გარბინე მუგურუსა.