WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი სვიტოლინას მოგებით დაიწყო
WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი სვიტოლინას მოგებით დაიწყო

სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. თეთრი ჯგუფის პირველი ტურის პირველ მატჩში, უკრაინელმა – ელინა სვიტოლინამ, ჩეხი – პეტრა კვიტოვა, იოლად – 6:3, 6:3 დაამარცხა.

სვიტოლინა ძალიან საიმედოდ თამაშობდა და მატჩში მხოლოდ 11 უნებლიე შეცდომა დაუშვა, იმ დროს, როცა კვიტოვა 29-ჯერ შეცდა, მათ შორის, შვიდი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
გარდა ამისა, უკრაინელმა ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და თავად ცხრიდან ოთხი – გამოიყენა. შეხვედრა ზუსტად საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე კვიტოვას სვიტოლინასთვის, ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული. სეტების შეფარდება – 14:1 იყო.

შეგახსენებთ, რომ სვიტოლინა  წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში ბოლო მომენტში მოხვდა.

დღის მეორე მატჩში დანიელი – კაროლინ ვოზნიაცკი,  ჩეხ – კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.