იგა შვიოტეკი წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
იგა შვიოტეკი წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

პოლონელი ჩოგბურთელი იგა შვიოტეკი ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა. ინდოეთის ქალაქ კანკუნში გამართულ ფინალში მან ზუსტად ერთ საათში დაამარცხა ამერიკელი ჯესიკა პეგულა – 6:1, 6:0.

შვიოტეკმა სეზონში მერვე და კარიერაში 21-ე ფინალი ითამაშა და მე-17 ტიტული (2023 წელს – მეექვსე) მოიგო. წლის დასკვნითი ტურნირის მოგებით ის გაუსწრებს ბელარუს არინა საბალენკას და მსოფლიო კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ პოლონელმა რეიტინგში ლიდერობა აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ დაკარგა.

შვიოტეკმა ფინალამდე წაუგებლად მიაღწია – ქვეჯგუფში დაამარცხა ამერიკელი კორი გაუფი, ტუნისელი ონს ჟაბორი და ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა, ნახევარფინალში კი საბალენკას სძლია. შვიოტეკს ტურნირზე არცერთი სეტი არ დაუთმია. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ანალოგიური გზა გაიარა პეგულამაც – ოთხიდან ოთხი მოგება სეტის წაუგებლად. ამერიკელი 2023 წელს მსოფლიოს მეხუთე ჩოგანის რანგში დაასრულებს.