პეტრა კვიტოვა - რუსები არ უნდა დაუშვან ოლიმპიურ თამაშებზე #1TVSPORT
პეტრა კვიტოვა - რუსები არ უნდა დაუშვან ოლიმპიურ თამაშებზე #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა მეორე ჩოგანმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მაიამის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მოიგო, აზრი გამოთქვა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე დაშვების შესახებ.

„მესმის, რომ გასულ წელს უიმბლდონისთვის რთული იყო, როცა გადაწყვიტა, არ დაეშვა რუსები და ბელარუსები ტურნირზე. და ახლა ვფიქრობ, რომ მათ არ უნდა მისცენ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. მე ჯერ ისევ უკრაინის მხარეს ვარ.

ისინი სრულად უნდა მოიკვეთონ თუ მხოლოდ ოლიმპიადაზე? ოლიმპიადაზე ნამდვილად. მე მართლაც ვაფასებ იმას, რომ უიმბლდონმა მათ გასულ წელს უარი უთხრა“, – მოჰყავს კვიტოვას სიტყვები გამოცემა Tennis Major-ს.

უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუშვა რუსებისა და ბელარუსების მონაწილეობა პარიზის ოლიმპიადაზე გარკვეული პირობებით.