WTA და ATP ერთიანი ორგანიზაციის შექმნაზე ფიქრობენ #1TVSPORT
WTA და ATP ერთიანი ორგანიზაციის შექმნაზე ფიქრობენ #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციისა (ATP) და ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ხელმძღვანელები განიხილავენ ორი ორგანიზაციის შესაძლო შერწყმის საკითხს, – იტყობინება გაზეთი The Telegraph-ი.

ასოციაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სექტემბრის ბოლოს, ლონდონის სამიტზე შედგება.

WTA-მ და ATP-მ მოლაპარაკებების გამართვის გადაწყვეტილება ჩოგბურთში საუდის არაბეთის მხრიდან შესაძლო მსხვილი ინვესტიციების ფონზე მიიღეს. ასევე ამ ნაბიჯის გადადგმაზე გავლენა იქონია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (PTPA) პოზიციის გაძლიერებამ.