თბილისში „სპორტული ორიენტირების“ საერთაშორისო კვირეული იმართება #1TVSPORT
თბილისში „სპორტული ორიენტირების“ საერთაშორისო კვირეული დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას 15 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი იღებს, მათ შორის დამწყებები, მოყვარულები და პროფესიონალებიც.
ორიენტირება სპორტის უნიკალური სახეობაა, რომელიც მონაწილეებისგან ფიზიკურ გამძლეობას, სისხარტესა და ნავიგაციის უნარების გამოყენებას მოითხოვს. შესაბამისი რუკითა და კომპასით აღჭურვილი მონაწილეები განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეძებენ მონიშნულ საგუშაგოებს (ე.წ. „ჩეკპოინტს“). მონაწილის მიზანია, უმოკლეს დროში, წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით, მიაღწიოს ყველა საგუშაგოს.
აღსანიშნავია, რომ ორიენტირება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არის აღიარებული და მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონი მიმდევარი ჰყავს.
„სპორტული ორიენტირება“ სპორტის რამდენიმე სახეობას აერთიანებს: რბენას, სამთო-ველო და სათხილამურო სპორტს. ტურნირი ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თბილისის რამდენიმე ლოკაციას მოიცავს.
ღონისძიების მოწყობაში ჩართულია როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორი, ასევე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.