ევროპალიგა | „ბეშიქთაში“ საშინაო მატჩს ბათუმში გამართავს #1TVSPORT

14:08, 02.11.2026

თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – თურქული საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ ევროპალიგის მატჩში ბერ შევას „ჰაპოელს“ ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი 26 ნოემბერს გაიმართება.

უეფა-მ თამაშის სტამბოლში გამართვა უსაფრთხოდ არ მიიჩნია და „ბეშიქთაშს“ სთხოვა, ნეიტრალური მოედანი შეერჩია. თურქულმა მხარემ არჩევანი ბათუმზე შეაჩერა.

მსგავსი