ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სენეგალში 

12:33, 02.11.2026

სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დაიწყო. სპორტის სამინისტროს დელეგაცია ოლიმპიურ სოფელში იმყოფებოდა. მათ ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება. მასში 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველო სპორტის ცხრა სახეობაში ასპარეზობებს, კერძოდ – მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა.

მსგავსი