„დინამო ბათუმის“ განვითარების გეგმა

18:43, 02.11.2026

ბათუმში თანამედროვე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა.

„დინამო ბათუმის“ განვითარების და სამომავლო პერსპექტივების განსახილველად ბათუმის სტადიონზე შეხვედრა გამართა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ისაუბრეს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ აჭარაში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასთან ერთად, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აკადემია დაახლოებით ექვსას აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. დაგეგმილია აგრეთვე, სპორტსმენების მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებიც.

მსგავსი