ცნობილი გახდა ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე #1TVSPORT
ცნობილი გახდა ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე #1TVSPORT

ბერძენი ჩოგბურთელი მარია საკარი WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მონაწილე გახდა.

საკარიმ მექსიკის გვადალახარაში მიმდინარე WTA1000-ის ტურნირის მეოთხედფინალში რუსი ვერონიკა კუდერმეტოვა დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურის მოპოვების გარდა, წლის დასკვნით ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა.

უფრო ადრე სეზონის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს – იგა შვიოტეკმა (პოლონეთი), ონს ჟაბორმა (ტუნისი), ჯესიკა პეგულამ (აშშ), კორი გაუფმა (აშშ), კაროლინ გარსიამ (საფრანგეთი), არინა საბალენკამ (ბელარუსი) და დარია კასატკინამ (რუსეთი).

წლის შემაჯამებელი ტურნირი 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ტექსასში გაიმართება.