კაროლინ ვოზნიაცკი ჩოგბურთში ბრუნდება #1TVSPORT
კაროლინ ვოზნიაცკი ჩოგბურთში ბრუნდება #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა, კაროლინ ვოზნიაცკიმ სპორტული კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა.

32 წლის დანიელ ჩოგბურთელს 2020 წლის შემდეგ არ უთამაშია პროფესიულ ტურნირებში.

„ვნერვიულობ თუ არა? განსაკუთრებით, არა. ვუბრუნდები საქმეს, რომელიც მიყვარს. დიახ, ვინერვიულებ მატჩების წინ და მე ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს.

შევძლებ თუ არა აშშ-ის ღიას ან ავსტრალიის ღიას მოგებას? ვფიქრობ, კი. აი, ამიტომაც გადავწყვიტე დაბრუნება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – მოჰყავს ვოზნიაცკის სიტყვები გამოცემა Vogue-ს.