წნორის ბაზარი მუშაობას ხვალ განაახლებს
წნორის ბაზარი მუშაობას ხვალ განაახლებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორის ღია აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, მოწესრიგდა სავაჭრო დახლები, ჯიხურები, სველი წერტილები.

ბაზარი ხვალიდან მუშაობას დაიწყებს.

პირველ ეტაპზე ხილის და ბოსტნეულის ჯიხურები ამუშავდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაზარში არსებული მდგომარეობა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და სურსათის ეროვნულმსა სააგენტომ უკვე შეამოწმეს.

მერიის ინფორმაციით, ბაზარში სოციალური დისტანციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სხვა რეკომენდაციების დაცვაზე პასუხისმგებლობა ბაზრის ადმინისტრაციას დაეკისრება.

წნორის აგრარული ბაზარი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციების დარღვევის გამო 5 აპრილს დაიხურა.

წნორის ბაზარი თელავის აგრარული ბაზრის შემდეგ, მეორე სავაჭრო ობიექტია, რომელიც მუშაობას განაახლებს.