ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის რკინის ღობის დემონტაჟს ხმაური მოჰყვა
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის რკინის ღობის დემონტაჟს ხმაური მოჰყვა

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის რკინის ღობის დემონტაჟს ხმაური მოჰყვა. ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა ზუგდიდის მერიის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ამასთან, მოვაჭრეებმა ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი კორუფციულ ინტერესებში დაადანაშაულეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. როგორც განმარტავენ, ტერიტორია მერიის ბალანსზეა და ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებენ, რათა მოქალაქეებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ღობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია.