ახალგაზრდების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა
ახალგაზრდების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა

წითელ ბაღში სამი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

ჭკადუას თქმით, დაკავებულ მოზარდს ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარდგენია.

ის ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N7-ე განყოფილებაში იმყოფება.

ბრალდებულის პოზიციასთან დაკავშირებით ადვოკატმა მისი არასრუწლოვნობიდან გამომდინარე კომენტარი არ გააკეთა.

შსს-ს ინფორმაციით, სამი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული სამარალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.