„წინანდლის პრემია 2017“-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
„წინანდლის პრემია 2017“-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

„წინანდლის პრემიის“ 2017 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების რვა ნომინაციაში ასე განაწილდნენ:

თეატრალური ხელოვნება: გურამ მაცხონაშვილი;
კინოხელოვნება: ბაქარ ჩერქეზიშვილი;
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ცხვედიანი;
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): როინ აბუსელიძე;
სახვითი ხელოვნება: გვანცა ჯიშკარიანი;
მუსიკა: კახი სოლომნიშვილი;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ეკა გურგენაშვილი;
ჰუმანიტარული მეცნიერებები: შოთა მათითაშვილი.

„წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება პირველად 1999 წელს ჩატარდა. პრემია თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა და ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას ემსახურება.