წინანდლის  „რადისონის“ გენერალური დირექტორი - ცეცხლი სასტუმროს მეოთხე სართულზე, ოთახში გაჩნდა, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის
წინანდლის „რადისონის“ გენერალური დირექტორი - ცეცხლი სასტუმროს მეოთხე სართულზე, ოთახში გაჩნდა, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის

წინანდლის სასტუმრო „რადისონის“ გენერალური დირექტორის, ელენე ოთარაშვილის განცხადებით, სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სხვა სართულებზე გადასვლის საშიშროება არ არის.

„სასტუმროში ცეცხლის სხვა სართულებზე გადასვლის საშიშროება არ არის. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ძლიერი სისტემა და დამსვენებლების გამოყვანა სასტუმროდან დროულად მოხდა. ცეცხლი მეოთხე სართულზე, ერთ ოთახში გაჩნდა, რა დროსაც დროულად ჩაირთო სისტემა და შევძელით ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხო სივრცეში გადაყვანა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ცეცხლი უკვე ლოკალიზებილია“, – აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს და მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.