წინანდალში, სასტუმრო „რადისონში“ ხანძარია

00:50, 08.07.2020

წინანდალში, სასტუმრო „რადისონში“ ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასტუმრო „რადისონის“ სტუმრებიც და პერსონალიც ეზოში იმყოფებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სასტუმროში ჩართულია განგაშის სიგნალი, რომელიც ტერიტორიაზე მყოფებს აფრთხილებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დატოვონ შენობა.

მსგავსი