წინანდალში, სასტუმრო „რადისონში“ ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასტუმრო „რადისონის“ სტუმრებიც და პერსონალიც ეზოში იმყოფებიან.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სასტუმროში ჩართულია განგაშის სიგნალი, რომელიც ტერიტორიაზე მყოფებს აფრთხილებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დატოვონ შენობა.