ვოტსაპი, ფეისბუქ მესენჯერი და ინსტაგრამი მთელ მსოფლიოში შეფერხებით მუშაობს
ვოტსაპი, ფეისბუქ მესენჯერი და ინსტაგრამი მთელ მსოფლიოში შეფერხებით მუშაობს

თუ Whatsapp-სა და Facebook Messenger-ში შეტყობინებების გაგზავნისას სირთულეები შეგექმნათ ან Instagram-ზე შესვლისას აწყდებით პრობლემას, მარტო არ ხართ — Facebook-ის სამივე ეს სერვისი მსოფლიოში შეფერხებით მუშაობს. შეფერხების შესახებ კომპანია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

გამოცემა Android Police-ის ცნობით, მომხმარებელთა ნაწილი Facebook Messenger-თან წვდომას ახერხებს, მაგრამ ხარვეზის შესახებ გაცილებით მეტი მომხმარებელი იუწყება. Instagram-ზე შესვლის მცდელობისას ჩნდება ხარვეზის კოდი 5xx Server Error, WhatsApp-ზე კი შეტყობინებების გვერდით უბრალოდ საათის ნიშანი ჩანს და წერილი ადრესატთან არ მიდის.

ცოტა უფრო ცვალებადია Facebook Messenger-ის სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში ეწერება “Waiting For Network”, მაგრამ შეტყობინება შეიძლება მაინც გაიგზავნოს.

Android Police-ის ცნობით, აღნიშნული პლატფორმები შეფერხებით მუშაობს აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აზიაში, ანუ ხარვეზი რეგიონული არ არის და გლობალურია.