ვოტსაპმა ბნელი რეჟიმი დაამატა
ვოტსაპმა ბნელი რეჟიმი დაამატა

ვოტსაპმა iOS-სა და ანდროიდზე ბნელი რეჟიმი დაამატა. თვეების განმავლობაში ბეტა-ტესტირების ფაზაში ყოფნის შემდეგ, ვოტსაპის ბნელი რეჟიმი დღეს ორივე მობილურ ოპერაციულ სისტემაზე ხელმისაწვდომი გახდა. თუ ბნელი რეჟიმი თქვენ უკვე გაქვთ iOS 13-ის ან ანდროიდ 10-ის სისტემურ დონეზე, ვოტსაპი მას ავტომატურად გადართავს. რაც შეეხება ანდროიდ 9-ის მომხმარებლებს, ახალი ფუნქციის ჩართვა მათ აპლიკაციის პარამეტრებიდან შეუძლიათ.

ფეისბუქი (ვოტსაპის მფლობელი) ბნელი რეჟიმის შექმნის მიზნად ტელეფონის ეკრანის სიკაშკაშის შემცირებას ასახელებს.

ბნელი რეჟიმი iOS-ზე

„ტესტირების დროს აღმოვაჩინეთ, რომ შავისა და თეთრის კომბინაცია ქმნის მაღალ კონტრასტს, რაც თვალის დაღლილობას იწვევს. ამიერიდან თქვენ შეგეძლებათ სპეციალური მუქი ფონის ჩართვა და თეთრი ფერის გამორთვა, რაც ეკრანის სიკაშკაშეს ამცირებს და აუმჯობესებს კონტრასტსა და კითხვადობას“, — აღნიშნავს ვოტსაპის პრესსპიკერი.

ვოტსაპის ბნელი რეჟიმი iOS მოწყობილობებზე წმინდა შავი იქნება, ანდროიდზე კი მუქი რუხი. აღნიშნულ მახასიათებელს აპლიკაციის მილიონობით მომხმარებელი საკმაოდ დიდხანს ითხოვდა და ელოდა.

ბნელი რეჟიმი ანდროიდზე
დატოვე კომენტარი