ფეისბუქ მესენჯერისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს უკვე ერთმანეთთან მიმოწერა შეუძლიათ
ფეისბუქ მესენჯერისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს უკვე ერთმანეთთან მიმოწერა შეუძლიათ

მნიშვნელოვანი განახლების შემდეგ, ინსტაგრამისა და ფეისბუქ მესენჯერის მომხმარებლებს ახლა უკვე ერთმანეთთან მიმოწერაც შეუძლიათ. ცვლილება ორივე აპლიკაციაში ერთდროულად გამოჩნდა.

მომხმარებელს შეეძლება გააკონტროლოს, სად მიიღოს წერილები და ზარები — ჩატში, შეტყობინების მოთხოვნის სახით, ანდაც ეს ფუნქცია საერთოდ გათიშოს.

ერთი აპლიკაციიდან მეორეში შესაძლებელი იქნება ვიდეოზარების განხორციელებაც.

ამ ცვლილების წყალობით, ინსტაგრამის ტექსტური შეტყობინებები მრავალ ისეთ ფუნქციას შეიძენს, რომელიც მესენჯერში უკვე ხელმისაწვდომია. მათ შორის იქნება გაგზავნილი შეტყობინების გაქრობის, ფერების მორგებისა თუ სწრაფი გადამისამართების ფუნქციები.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არ ნიშნავს ფეისბუქისა და ინსტაგრამის ანგარიშების შერწყმას. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეტყობინებების მიღება-გაგზავნა ცალ-ცალკე აპლიკაციაშიც შეეძლებათ.