Washington Post -დონალდ ტრამპი აშშ-დან გაძევებული რუსი დიპლომატების სიმრავლემ განარისხა
Washington Post -დონალდ ტრამპი აშშ-დან გაძევებული რუსი დიპლომატების სიმრავლემ განარისხა

დონალდ ტრამპი უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა ადმინისტრაციის წევრებს, როდესაც შეიტყო, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ მხოლოდ ოთხ-ოთხი რუსი დიპლომატი გააძევეს, ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, სოლსბერიში ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის მოწამვლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ვაშინგტონს იმდენივე რუსი დიპლომატი გაეძევებინა, რამდენსაც ევროკავშირი. როგორც ანონიმური წყარო ამბობს, ტრამპი განრისხდა, როცა შეიტყო, რომ აშშ-ის მიერ ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატების რაოდენობა (60) საგრძნობლად აღემატებოდა საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მიერ გაძევებული დიპლომატების რაოდენობას.

როგორც Washington Post-ი იუწყება, ადმინისტრაციის წევრები ცდილობდნენ მისთვის აეხსნათ, რომ საერთო ჯამში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმდენივე დიპლომატი გააძევეს, რაც ვაშინგტონმა, თუმცა ტრამპი ყვიროდა, რომ მას „საერთო რაოდენობა არ აინტერესებს. ამავე წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა რამდენჯერმე უცენზურო ლექსიკაც გამოიყენა

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა, მარტის ბოლოს საერთო ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.  ამის მიზეზი სოლსბერიში ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა იყო.