Wall Street Journal - ტრამპის ექს-მრჩეველს შესაძლოა, გიულენის გატაცების მომზადებაში დასდონ ბრალი
Wall Street Journal - ტრამპის ექს-მრჩეველს შესაძლოა, გიულენის გატაცების მომზადებაში დასდონ ბრალი

ტრამპის ექს-მრჩეველს, შესაძლოა, ბრალი ფეთჰულა გიულენის გატაცების მომზადებაში დასდონ. როგორც ამერიკული გამოცემა Wall Street Journal წერს სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, ტრამპის ექს-მრჩეველ მაიკლ ფლინისა და თურქეთის მთავრობას შორის დადებულ გარიგებას იკვლევს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ფლინს და მის შვილს, გიულენის თურქეთისთვის გადაცემის სანაცვლოდ, 15 მილიონ დოლარს დაპირდნენ. როგორც გამოცემა წერს, გარიგების შესახებ ინფორმაცია გამომძიებლებმა 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მუშაობისას მიიღეს.


გაზეთის ინფორმაციით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა ფლინისა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის 2016 წელს, დეკემბერში გამართული შეხვედრის შესახებ კითხვები სულ მცირე ოთხ ადამიანს დაუსვეს. რეპორტიორები ამტკიცებენ, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებმა გიულენის გატაცებაზე ისაუბრეს.


მანანდე სააგენტო “როიტერსმა” გაავრცელა ცნობა, რომ მაიკლ ფლინის ბიზნესპარტნიორმა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს ვულსმა ორ თურქ ბიზნესმენს გიულენის დისკრედიტაციის მიზნით კამპანიის ჩატარება შესთავაზა და სანაცვლოდ ათი მილიონი დოლარი მოითხოვა. 


ფლინის ადვოკატებმა, მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს “აღმაშფოთებელი სიცრუე უწოდეს”


ფეთჰულა გიულენს თურქეთის მთავრობა შარშან მოწყობილი უშედეგო პუტჩის ორგანიზატორად თვლიან და ვაშინგტონისგან მქადაგებლის გადაცემას ითხოვენ.