თურქეთში 532 პირს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ
თურქეთში 532 პირს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ

თურქეთში 532 პირს ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ანადოლუს ცნობით, გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილების დაკავების განკარგულება უკვე გაცემულია.

ეჭვმიტანილების დასაკავებლად სპეცოპერაცია სტამბოლსა და იზმირში ჩატარდა. ეჭვმიტანილების უმეტესობა თურქეთის შეიარაღებული ძალების პერსონალია.

გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილი პირები ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის სხვა წევრებს სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ.

თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიცონერ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს და მისი ორგანიზაციის წევრებს 2016 წელს თურქეთში მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.