დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი, გენერალი მაიკლ ფლინი შეიწყალა.
საუბარია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე. მაიკლ ფლინს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ტრამპის გუნდის სახელით, რუს გავლენიან პირებთან კონტაქტების დამყარებისთვის იხდიდა სასჯელს, რომლის შესახებ ინფორმაციაც მან დონალდ ტრამპსა და წინასაარჩევნო გუნდის წევრებს დაუმალა.
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ფლინს სრული შეწყალება მიენიჭა. ვულოცავ მას და მის შესანიშნავ ოჯახს, ახლა ნამდვილად შესანიშნავი მადლიერების დღესასწაული გექნებათ“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
It is my Great Honor to announce that General Michael T. Flynn has been granted a Full Pardon. Congratulations to @GenFlynn and his wonderful family, I know you will now have a truly fantastic Thanksgiving!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 25, 2020