თურქეთმა ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, აშშ-ში დაფუძნებული ფონდისა და 770 პირის აქტივები გაყინა
თურქეთმა ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, აშშ-ში დაფუძნებული ფონდისა და 770 პირის აქტივები გაყინა

თურქეთმა 770 პირისა და აშშ-ში დაფუძნებული ფონდის აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ შესაბამის ოფიციალურ დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიშების გაყინვის მიზეზად ტერორიზმის დაფინანსება სახელდება.

მედიასაშუალების ცნობით, ჩიკაგოში დაფუძნებული „ნაგარას ფონდის“ აქტივები გაყინეს აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. ფეთჰულა გიულენსა და მის ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს, რასაც გიულენი კატეგორიულად უარყოფს.

თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, 400-ზე მეტი პირის აქტივები დაყადაღდა ასევე გიულენთან კავშირის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, 200-ზე მეტ პირს კი, აქტივები გაუყინეს „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებებთან კავშირების გამო.