წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ხანძარი იყო. მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ცეცხლი მაღალი ძაბვის ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე ათი სახანძრო ტექნიკა და 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სულ ხანძრის ოთხი აქტიური კერაა – მუჟავაში, ფახულანში, სქურსა და მედანში. ცეცხლი უკიდია მთის ფერდობებზე ტყის ქვედა ფენას და ეკალბარდებს.