წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი აქტიური კერა რჩება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი აქტიური კერა რჩება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ხანძარი იყო. მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ცეცხლი მაღალი ძაბვის ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე ათი სახანძრო ტექნიკა და 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სულ ხანძრის ოთხი აქტიური კერაა – მუჟავაში, ფახულანში, სქურსა და მედანში. ცეცხლი უკიდია მთის ფერდობებზე ტყის ქვედა ფენას და ეკალბარდებს.