უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ქალაქ ჯვარში, ასევე სოფლებში საჩინოსა და ჩქვალერში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები.
მერიის შესაბამისი სამსახურები პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან.
შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.