გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს – 23-25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი

12:35, 23.09.2024

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი