წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

19:18, 12.08.2024

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ქალაქ ჯვარში, ასევე სოფლებში საჩინოსა და ჩქვალერში  დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები.

მერიის შესაბამისი სამსახურები პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან.

შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.

მსგავსი