გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს – 16 ნოემბერს მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში მეწყრული პროცესები გამოიწვიოს

14:43, 15.11.2024

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ზოგან – ძლიერი.

„საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია ოთხბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

მსგავსი