გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს – 16-17 სექტემბერს მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესები გამოიწვიოს

13:03, 16.09.2024

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი